ლიონელ სკალონიმ მესის მდგომარეობა გაამხილა #1TVSPORT
ლიონელ სკალონიმ მესის მდგომარეობა გაამხილა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ლიონელ მესის მზადყოფნაზე ილაპარაკა. ლეგენდარულმა ფორვარდმა მაისის ბოლოს კუნთის ტრავმა მიიღო, მაგრამ მოხვდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის არგენტინის საბოლოო განაცხადში.

„ლეოს ყველაფერი კარგად აქვს. ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ეს მნიშვნელოვანია. ის არ არის ბოლომდე იზოლირებული და გამოჯანმრთელების გზაზეა. შესაძლოა, ამხანაგურ მატჩებშიც მიიღოს მონაწილეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის გაცილებით უკეთაა და ეს გვამშვიდებს. თუ გუნდში რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს და თამაშს ვერ შეძლებს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ შემცვლელის მონახვას“, – მოჰყავს ESPN-ს სკალონის სიტყვები.