ლიონელ სკალონი მსოფლიო ჩემპიონატზე – ჩვენი მოთამაშეები არ იყვნენ 100 პროცენტით მზად #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ შეაფასა თავისი გუნდის გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინელებმა ტურნირზე ფინალამდე გააღწიეს და იქ 0:1 დამარცხდნენ ესპანეთთან.
„წინა მსოფლიო ჩემპიონატს ბევრად უკეთეს ფორმაში შევხვდით – ფეხბურთელების 95 პროცენტი კარგ მდგომარეობაში იყო. ამჯერად კი სულ სხვა სიტუაცია იყო. სამუშაოს სულ სხვა მხრიდან წავაწყდი: მოთამაშეები არ იყვნენ 100 პროცენტით მზად, მაგრამ მათ ვენდობოდი. ბევრად უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიხდა, ვიდრე წინა ჯერზე.
გადაწყვეტილებების მიღება იმის მიხედვით მოგვიწია, თუ რამდენად ვენდობოდით ბიჭებს და გვჯეროდა, რომ სიმართლეს გვეუბნებოდნენ. ვენდობოდით ადამიანებს, რომლებმაც ამ რვა წლის განმავლობაში ყველაფერი გაიღეს შენთვის. ადამიანები ფეხბურთელებზე მნიშვნელოვანნი არიან. თითოეულმა დაიმსახურა მოედანზე გასვლა.
მომდევნო ტურნირების წინ ვეცდებით, მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.
ეგვიპტესა და ინგლისთან მატჩები უმრავლესობისთვის დიდებული იყო, ყველამ ისიამოვნა. ხელები არასოდეს ჩამოგვიშვია – ეს საუკეთესო გზავნილია, რაც კი შეგვეძლო დაგვეტოვებინა.
არგენტინის ნაკრების მაისური ყველას არ ეკუთვნის. ისინი ყველანი დიდებული მოთამაშეები არიან, ერთმანეთს აძლიერებენ. თუ ვინმეს გამორჩეული სეზონი არ ჰქონია, შემდეგ ჩინებული მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა. ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ და ეს დიდი პლუსია – აქ პოზიტიური ენერგეტიკაა“, – განაცხადა სკალონიმ.