ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს აგრძელებს #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ახლოს არის ეროვნულ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელებასთან, – ამის შესახებ წერს არგენტინული გამოცემა TyC Sports.
შეგახსენებთ, რომ სკალონის მოქმედი ხელშეკრულება დეკემბრის ბოლოს იწურება.
წყაროს ინფორმაციით, 48 წლის სპეციალისტი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს კიდევ ორი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ორჯერ გახდა კოპა ამერიკას გამარჯვებული (2021, 2024).