ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებში 2031 წლამდე დარჩება #1TVSPORT

14:21, 29.06.2026

ლიონელ სკალონი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ეროვნულ გუნდს 2031 წლამდე გაუძღვება, – ინფორმაციას ESPNArgentina ავრცელებს.

2022 წლის მუნდიალის გამარჯვებული მწვრთნელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს 2028 წლის კოპა ამერიკაზე და 2030 წლის მუნდიალზე უხელმძღვანელებს.

სკალონიმ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება ბოლოს 2023 წელს გაახანგრძლივა, მას შემდეგ, რაც 2022 წელს კატარში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

„ალბისელესტეს“ სკალონიმ 99 შეხვედრაში უხელმძღვანელა, მათგან 72 მატჩი მოიგო და 18 ფრედ დაასრულა.

მსგავსი