ლიონელ მესის საკუთარი ბრენდის რეგისტრაციის უფლება მისცეს
ლიონელ მესის საკუთარი ბრენდის რეგისტრაციის უფლება მისცეს

ევროპის სასამართლომ ნება დართო „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის, დაარეგისტრიროს სპორტული ატრიბუტიკის ბრენდი „მესი“. როგორც სააგენტო AFP იტყობინება, სასამართლომ გააუქმა ინტელექტუალური საკუთრების ევროპული ორგანიზაციის (EUIPO) გადაწყვეტილება.

საქმე ისაა, რომ 2013 წელს, EUIPO-მ სახელის გამო უთხრა უარი მესის ბრენდის რეგისტრაციაზე. მიზეზი გახდა კომპანია „მასის“ საჩივარი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ორი თითქმის ერთნაირი სახელი გარკვეულ არეულობას გამოიწვევდა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ EUIPO-ს გადაწყვეტილება მცდარი და დაუსაბუთებელი იყო.