ლიონელ მესის პოკერი და ბარსელონას შთამბეჭდავი გამარჯვება (ვიდეო)

ბოლო ტურების მცირე შედეგიანობა ლიონელ მესიმ ერთ თამაშში აანაზღაურა.

„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩეპიონატის მორიგ ტურში „ეიბარი“ საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა და არგენტინელმა ამ მატჩში ოთხჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

პირველი სამი გოლი მესიმ პირველი ტაიმის 26-წუთიან მონაკვეთში გაიტანა, მეოთხე კი მატჩის მიწურულს დაუმატა. მეხუთე გოლი ბრაზილიელ ლეგიონერის, არტურის ანგარიშზეა.

ამ მოგების შემდეგ, „ბარსელონამ“ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა და „რეალ მადრიდს“ ორი ქულით უსწრებს, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ, რომელსაც „ლევანტეს“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავენ.

მატჩი დღეს, 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.