ლიონელ მესის მომავალი გაირკვა #1TVSPORT
ლიონელ მესის მომავალი გაირკვა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი საკუთარ მომავალზე ჩამოყალიბდა.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მესი „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩება.

მხარეებს შორის გაფორმდება ორწლიანი კონტრაქტი. მსოფლიო ჩემპიონატის წინ ფეხბურთელსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც ზეპირი შეთანხმება დაიდო. შეგახსენებთ, რომ არგენტინელის მოქმედი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში არგენტინელმა ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.