ლიონელ მესის კიდევ ერთი რეკორდი
ლიონელ მესის კიდევ ერთი რეკორდი

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ მე-15 გამარჯვება მოიპოვა, ლიონელ მესის კი მორიგი სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა.

გარდა იმისა, რომ არგენტინელმა მე-400 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში, მან „ლევანტეს“ წინააღმდეგ მე-12 წუთზე გახსნა ანგარიში. ეს იყო არგენტინელის 365-ე გოლი ლა ლიგაში და ის ლეგენდარულ გერდ მიულერს გაუთანაბრდა ერთ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით (იგულისხმება TOP5 ქვეყნების ჩემპიონატები).

მესიმ 365 გოლს მიულერზე უფრო სწრაფად მიაღწია. გერმანელი ამ ნიშნულამდე 427 მატჩის შემდეგ მივიდა.

„ბარსელონამ“ „ლევანტე“ 3:0 დაამარცხა. მესის გარდა, გოლები ლუის სუარესმა და პაულინიომ გაიტანეს. „ბარსა“ 48 ქულით ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს და ცხრა ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ატლეტიკოს“.