ლიონელ მესის არგენტინაში დაბრუნების ეშინია
ლიონელ მესის არგენტინაში დაბრუნების ეშინია

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არგენტინულ „ნიუელ ოლდ ბოისში“ სურს კარიერის დასრულება, მაგრამ ეშინია სამშობლოში დაბრუნების.

ფეხბურთელის სიტყვები ტელეარხ TyC Sports-ს მოჰყავს.

„მინდა „ნიუელსში“ დაბრუნება, მაგრამ არ ვიცი მოხდება თუ არა ეს. მაწუხებს ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. მე მყავს ოჯახი და ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი შვილები არიან და შემდეგ, ჩემი სურვილები. მინდა სიმშვიდე და სიამოვნების მიღება უსაფრთხო ცხოვრებით. ძალიან ნაღვლიანი სანახავია არგენტინა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი მოკლან გაქურდვის მიზნით”, – თქვა მესიმ.

ლიონელი 2000 წელს გადავიდა „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“.
25 ნოემბერს, ფორვარდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა „ბარსელონასთან“. შეთანხმება 2021 წლამდეა ძალაში.