ლიონელ მესიმ საკუთარი საფეხბურთო მომავალი გაამხილა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ უპასუხა შეკითხვას თავისი მომავალი კარიერის შესახებ. დღეს, 24 ივნისს მესის 39 წელი შეუსრულდა. „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი გოლი გაიტანა და 18 გოლით ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის კიდევ რამდენიმე წელი თამაშს, არგენტინელმა უპასუხა:
„დიახ… გავაგრძელებ გარკვეული ხანი, სანამ შევძლებ სარგებლობის მოტანას, სანამ ფიზიკურად კარგად ვიგრძნობ თავს და შემეძლება დავეხმარო ჩემს თანაგუნდელებს. გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს“, – განაცხადა ლიონელ მესიმ.