ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი ფავორიტი დაასახელა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წინ დაასახელა გუნდები, რომლებიც, მისი აზრით, მომავალი ტურნირის ფავორიტები არიან.
„უნდა გვესმოდეს, რომ, არგენტინის გარდა, არიან სხვა ფავორიტები, რომლებიც ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში ხვდებიან. საფრანგეთი ისევ ძალიან ძლიერია, მას ბევრი ძალიან მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს.
არის ესპანეთი; ბრაზილია, რომელიც შეიძლება არ არის ოპტიმალურ მდგომარეობაში, მაგრამ ყოველთვის რჩება პრეტენდენტად. ასევე, ვფიქრობ, პორტუგალიასაც ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს“, – განაცხადა მესიმ ჟურნალისტ პოლო ალვარესთან ინტერვიუში.