ლიონელ მესიმ კარიერაში 933-ე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

09:22, 11.10.2026

MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ინტერ მაიამიმ“ საკუთარ მოედანზე „დი სი იუნაიტედი“ 4:0 დაამარცხა.

ფლორიდელთა რიგებში დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ. ლეგენდარულმა არგენტინელმა კარიერაში თავისი გოლების რაოდენობა 933-მდე გაზარდა დაკიდევ უფრო მიუახლოვდა 1000-გოლიან ნიშნულს.

მიმდინარე სეზონში მესი MLS-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია – მის ანგარიშზე 23 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

„ინტერ მაიამიმ“ 49 ქულით ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

მსგავსი