ლიონელ მესიმ კარიერაში 905-ე გოლი გაიტანა – „ინტერ მაიამიმ“ „კოლორადო რაპიდსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

07:15, 19.04.2026

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კარიერაში 905-ე გოლი გაიტანა.

ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) რეგულარული სეზონის მერვე ტურში მესის „ინტერ მაიამიმ“ სტუმრად „კოლორადო რაპიდსი“ 3:2 დაამარცხა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. მან პირველი გოლი მე-18 წუთზე გაიტანა, ხოლო მეორედ კოლორადოელთა კარი 79-ე წუთზე აიღო – ეს გოლი კი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

უშუალოდ „ინტერ მაიამის“ რიგებში მესისთვის ეს 83-ე გოლი იყო, ხოლო კარიერაში 905-გოლიან ნიშნულზე ასვლა მან 1148 შეხვედრაში მოახერხა.

მსგავსი