ლიონელ მესიმ კარიერაში 899-ე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესიმ კარიერაში 899-ე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ინტერ მაიმიმ“ სტუმრად 2:1 დაამარცხა „დი სი იუნაიტედი“. ჩემპიონის რიგებში ერთი გოლი 38 წლის ლიონელ მესიმ გაიტანა. 27-ე წუთზე ლეგენდარული არგენტინელი შესანიშნავად გაიხსნა მატეო სილვესტრის გადაცემისას და მეტოქის მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.

ეს იყო მესის პროფესიულ კარიერაში 899-ე გოლი. არგენტინელს საკლუბო დონეზე 784 გოლი აქვს, სანაკრებო დონეზე – 115 გოლი.

MLS-ის ახალ სეზონში ლიონელ მესის სამ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.