ლიონელ მესიმ კარიერაში 75-ედ გაიტანა ჯარიმიდან – „ინტერ მაიამიმ“ „სან დიეგო“ ვერ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

10:16, 21.09.2026

ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) „ინტერ მაიამიმ“ ფრედ ზედიზედ მეოთხედ ითამაშა. „ენიუ სთედიუმზე“ ლიონელ მესის გუნდმა „სან დიეგოსთან“ ქულები გაიყო – 2:2.

დაპირისპირებაში პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს: მე-12 წუთზე თავი ანდერს დრეიერმა გამოიჩინა. თუმცა, ფლორიდელებმა საპასუხო ბურთი მალევე გაიტანეს. 23-ე წუთზე მესიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

შეხვედრის 75-ე წუთზე მასპინძლები წინ გავიდნენ. როდრიგო დე პოლის პასის შემდეგ ურუგვაელმა ლუის სუარესმა ზუსტად დაარტყა, მაგრამ 82-ე წუთზე დრეიერმა საკუთარ აქტივში დუბლი ჩაიწერა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ვარსკვლავისთვის ეს კარიერაში 930-ე, ხოლო ამერიკული კლუბის მაისურით 101-ე გოლი იყო. მესის ანგარიშზე ჯარიმიდან უკვე 75 გოლია  და ამ კომპონენტში ის ფეხბურთის რეკორდსმენს, მარსელინო კარიოკას, სულ რაღაც 3 გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, 20 გატანილი გოლით მესი მიმდინარე სეზონში ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

„ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 46 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ფლორიდელები ლიდერ „ნეშვილს“ 11 ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო ტურის მატჩს გუნდი 28 სექტემბერს, „კოლამბუს ქრიუს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი