ლიონელ მესიმ კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

06:30, 17.09.2026

ლიონელ მესის კლუბმა, „ინტერ მაიამიმ“ მექსიკის „კრუს ასული“ დაამარცხა კამპეონესის თასზე (Campeones Cup). ეს არის ტიტული, რომელიც ყოველწლიურად თამაშდება MLS-ისა და მექსიკის ჩემპიონებს შორის.

შეხვედრა 2:0 დასრულდა. მესიმ 24-ე წუთზე გახსნა ანგარიში ლუის სუარესის პასით, 81-ე წუთზე კაზემირომ გამოიჩინა თავი მესის გადაცემით.

ლიონელ მესისთვის ეს იყო მე-100 გოლი „ინტერ მაიამიში“ და 929-ე კარიერაში.

39 წლის არგენტინელმა ორი რეკორდი დაამყარა – MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანა 100 გოლი თავისი კლუბისთვის ყველა ტურნირზე. გარდა ამისა, კარიერაში 49-ე გუნდური ტიტული მოიპოვა და თავისივე რეკორდი განაახლა.

მსგავსი