ლიონელ მესიმ ჯარიმიდან კარიერაში 76-ე გოლი გაიტანა – „ინტერ მაიამი“ „კოლუმბუსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

08:02, 28.09.2026

ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) „ინტერ მაიამი“ სტუმრად „კოლუმბუსთან“ 1:2 დამარცხდა.

დაპირისპირებაში პირველი გოლი მარტინესმა 28-ე წუთზე გაიტანა და „კოლუმბუსი“ დააწინაურა, რასაც ლიონელ მესის უზადოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოჰყვა – არგენტინელმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრაში გამარჯვების გოლი ტიარემ მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ვარსკვლავისთვის ეს კარიერაში 931-ე, ხოლო ამერიკული კლუბის მაისურით 102-ე გოლი იყო. მესის ანგარიშზე ჯარიმიდან უკვე 76 გოლია და ამ კომპონენტში ის ფეხბურთის რეკორდსმენს, მარსელინო კარიოკას, სულ რაღაც 2 გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, 21 გატანილი გოლით მესი მიმდინარე სეზონში ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

„ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 46 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ფლორიდელები ლიდერ „ნეშვილს“ 14 ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო ტურის მატჩს გუნდი 11 ოქტომბერს, „დისი იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი