არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ იუნიორებს შორის საკუთარი საფეხბურთო ტურნირის შექმნის შესახებ გამოაცხადა. მისი სახელწოდება იქნება „მესის თასი“. არგენტინელმა ეს ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ტურნირი მაიამიში 9-14 დეკემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობა დაადასტურეს „რივერ პლეიტის“, „ნიუელს ოლდ ბოისის“, „ინტერ მაიამის“, „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტის“, „ინტერის“, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ 16-წლამდელთა გუნდებმა.