ლიონელ მესიმ გაურკვეველი ვადით შეაჩერა „ინტერ მაიამიში“ გამოსვლა #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ მამის, ხორხე მესის გარდაცვალების შემდეგ შეაჩერა გამოსვლა ამერიკულ გუნდში, – იტყობინება გამოცემა DobleAmarilla.
წყაროს ცნობით, 39 წლის მესი არგენტინაში დარჩა ოჯახის წევრების გასამხნევებლად. ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი დაბრუნების ვადების შესახებ არაფერია ცნობილი.
უფროსი მესი 7 აგვისტოს ქალაქ როსარიოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 68 წლის იყო. დაკრძალვის დახურული ცერემონია 9 აგვისტოს შედგა. მოგვიანებით ჟურნალისტმა ფრან კასარეტომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მესი აპირებს, სასამართლოში უჩივლოს არგენტინული პრესის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაკრძალვისას დაარღვიეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წესები.