ლიონელ მესიმ ესპანეთისა და არგენტინის საავადმყოფოებს მილიონი ევრო შესწირა
ლიონელ მესიმ ესპანეთისა და არგენტინის საავადმყოფოებს მილიონი ევრო შესწირა

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ დაახლოებით მილიონი ევრო გაიღო კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად.

როგორც გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, ამ თანხის ნაწილს მიიღებს ბარსელონაში მდებარე საავადმყოფო. მეორე ნაწილს – არგენტინის სამედიცინო ცენტრი.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონი ევრო შესწირა კატალონიაში მოქმედ ანხელ სოლერ დანელის სახელობის ფონდს.

24 მარტისთვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39 ათას ადამიანს უტოლდება, გარდაიცვალა 2800 ადამიანი.