ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა #1TVSPORT
ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ გამოტოვა დოჰაში გუნდის ბოლო ვარჯიში. 35 წლის ფეხბურთელი დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ ეს არ უკავშირდება რაიმე დაზიანებას, – წერს გაზეთი Marca. საერთო ვარჯიშში ასევე არ მიუღიათ მინაწილეობა ანხელ დი მარიას, როდრიგო დე პაულსა და ლეანდრო პარედესს.

არგენტინის ნაკრები პირველ შეხვედრას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე 22 ნოემბერს საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.