ლიონელ მესიმ 2019-20 წლების სეზონში 11 რეკორდი დაამყარა
ლიონელ მესიმ 2019-20 წლების სეზონში 11 რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში რამდენიმე რეკორდი დაამყარა. არგენტინელის ანგარიშზე 11 ახალი მიღწევაა.

1. პრიმერას საუკეთესო ბომბარდირის მეშვიდე ტიტული.

2. ლა ლიგაში ერთ სეზონში საგოლე გადაცემების რაოდენობა (21).

3. ლა ლიგას პირველი მოთამაშე ერთ სეზონში მინიმუმ 20 გოლითა და 20 შედეგიანი პასით.

4. თვის საუკეთესო მოთამაშის შვიდი ტიტული.

5. ესპანური ლიგის პირველი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონში გაიტანა მინიმუმ 20 გოლი.

6. პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც “გოლი+პასი” სისტემით 1000 ქულას მიაღწია.

7. ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 500 მოგება აქვს.

8. ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი ლა ლიგას ისტორიაში (36).

9. ყველაზე მეტი მონაწილეობა ელ-კლასიკოში (43).

10. პირველი მოთამაშე, რომელიც ზედიზედ 15 სეზონის მინიმუმ ერთ გოლს იტანს ჩემპიონთა ლიგაზე.

11. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი (34).