მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

ცნობილი გახდა ლიონელ მესის “ბარსელონასთან” დადებული ახალი კონტრაქტის დეტალები. ამ ხელშეკრულების თანახმად, კატალონელთა ფორვარდი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

გარიგების თანახმად, 30 წლის არგენტინელის ყოველწლიური ხელფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით, ეს თანხა შეიძლება 43 მილიონამდე გაიზარდოს. გარდა ამისა, მესიმ ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის 50 მილიონი ევრო მიიღო.

მანამდე, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო კარლოს ტევესი, რომელიც “შანხაი შენხუაში” 38 მილიონს იღებდა. შემდეგ მოდიან: ნეიმარი (პსჟ, 36 მილიონი), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, 34 მილიონი) და ოსკარი (“შანხაი ტელეისი”, 24 მილიონი).