ლიონელ მესი XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ლიონელ მესი XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ცნობილმა პორტალმა „გოლმა“ (Goal) ჩაატარა მასობრივი გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის, რომლის მიზანი იყო XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა. ხმი მიცემა რამდენიმე ეტაპად, ოლიმპიური სისტემით მიდიოდა.

ფინალში გავიდნენ „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი და „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. არგენტინელმა ხმების 56 პროცენტი მიიღო და გამარჯვებული გახდა.

ფინალამდე მესიმ დაამარცხა ნეიმარი და რონალდო, კრიშტიანო რონალდომ კი აჯობა ანდრეს ინიესტასა და რონალდინიოს.