ლიონელ მესი XXI საუკუნეში ლიდერია გამარჯვების გოლების რაოდენობით
ლიონელ მესი XXI საუკუნეში ლიდერია გამარჯვების გოლების რაოდენობით

პორტალმა ProfootballDB-მ შეადგინა მოთამაშეთა რეიტინგი, რომლებიც XXI საუკუნეში ყველაზე ხშირად იტანდნენ გამარჯვების გოლებს. სათვალავში აიღეს მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებიც TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში თამაშობენ.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი, რომლის ანგარიშზე 44 მატჩში მოდის გადამწყვეტი გოლი. მეორეზეა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო (41 მატჩი). სამეულს ავსებს რონალდოს თანაგუნდელი გონსალო იგუაინი (37 მატჩი).