ლიონელ მესი ტრავმირებულია
ლიონელ მესი ტრავმირებულია

არგენტინელი სუპერვარსკვლავი დიდი ალბათობით გამოტოვებს ესპანეთის სუპერთასის ფინალს, სადაც „ბარსელონა“ ბილბაოს „ატლეტიკოს“ შეხვდება. უკანასკნელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მესის მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული და მას დაახლოებით 10 დღე მოუწევს დასვენება.

მედიკოსები მესის რეაბილიტაციისთვის დროის დათმობას ურჩევენ, რადგან ამ ტიპის დაზიანებას, იმის მიუხედავად, რომ მძიმე ტრავმად არ მიიჩნევა, ხშირად ახასიათებს რეციდივი.

საბოლოო გადაწყვეტილება თამაშის დღეს იქნება მიღებული. ესპანეთის სუპერთასის ფინალური მატჩი 17 იანვარსაა დანიშნული.