ლიონელ მესი „შვიდასიანთა“ კლუბის მერვე წევრი გახდა
ლიონელ მესი „შვიდასიანთა“ კლუბის მერვე წევრი გახდა

„ბარსელონას“ არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ მე-700 გოლი გაიტანა კარიერაში. ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ პენალტი გამოიყენა.

მესის „ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 724 მატჩში 630 გოლი დაუგროვდა. ასევე მის ანგარიშზეა 70 გოლი არგენტინის ნაკრებში (138 მატჩში).

არგენტინელი ე. წ. „შვიდასიანთა“ კლუბის მერვე წევრი გახდა. ამ კლუბში შედიან: იოზეფ ბიკანი (805), რომარიო (772), პელე (767), ფერენც პუშკაში (746), გერდ მიულერი (735), კრიშტიანო რონალდო (725) და რონალდო (725).