საფრანგეთის სუპერთასის ფინალში პსჟ „ნანტს“ დაუპირისპირდა, დიდი ანგარიშით დაამარცხა (4:0) და ახალი სეზონი ტიტულის მოპოვებით გახსნა.
„ჩვენ შედეგით კმაყოფილები ვართ. პსჟ-ს ახალი სეზონის დაწყება საფრანგეთის სუპერთასის მოგებით სურდა“, – წერს პარიზული კლუბის არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი.
აღსანიშნავია, რომ მესი საფრანგეთის სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარმა დუბლი შეასრულა.