ლიონელ მესი - პსჟ-ში გატარებულმა წელმა უამრავი ემოცია მაჩუქა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ პარიზულ კლუბში გატარებული სეზონის შესახებ ისაუბრა:
„მახსოვს „რეიმსთან“ ჩატარებული პირველი მატჩი. სწორედ იმ დღეს ვითამაშე პირველად პსჟ-ს შემადგენლობაში „პარკ დე ფრანსზე“ და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში ჩემი პირველი გოლიც გავიტანე. აღმოვაჩინე ქალაქი პარიზი. პსჟ-ში გატარებულმა პირველმა წელმა უამრავი ემოცია მაჩუქა“, – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს „პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახური.
მესი პარიზული კლუბის რიგებს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. პსჟ-ს შემადგენლობაში მან 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 ბურთი და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.