ლიონელ მესი ოპტიმისტურად აფასებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსებს #1TVSPORT
„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ოპტიმისტურად შეაფასა მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შანსები.
„წინასასეზონო შეკრებას გავდივართ, ბევრი ვარჯიში გვაქვს. ეს გვეხმარება გავაგრძელოთ ზრდა და მივაღწიოთ სრულყოფას ახალ მწვრთნელთან ერთად.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი? წელი მხოლოდ ახლა იწყება, და მე მას დიდი სურვილითა აღმაფრენით ვიწყებ. იმედია, თავს კარგად ვიგრძნობ და კარგ წინასასეზონო მომზადებას ჩავატარებ, რათა საუკეთესო ფორმაში ვიყო ოფიციალური მატჩებისთვის“, – მოჰყავს მესის სიტყვები TN-ს.