ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს.
„ინტერ მაიამის“ ფორვარდი კუნთის ტრავმას მკურნალობს და ვერ დაეხმარება არგენტინას სალვადორსა და კოსტა რიკასთან ამხანაგურ მატჩებში. ორივე შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება – 23 და 26 მარტს შესაბამისად.
მესი შუა კვირას გოლითა და შედეგიანი პასით დაეხმარა „ინტერ მაიამის“ კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაში, მაგრამ გამოტოვა MLS-ის რეგულარული სეზონის ბოლო ორი შეხვედრა.