ლიონელ მესი მომდევნო მატჩებისთვის არგენტინის ნაკრების განაცხადში იქნება, რათა გულშემატკივართან გამომშვიდობება შეძლოს #1TVSPORT
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების მომდევნო მატჩებისთვის გუნდის განაცხადში იქნება, რათა გულშემატკივრებთან გამომშვიდობება შეძლოს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ფედერიკო ბუენო ავრცელებს.
მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად 31 აგვისტოს გამოაცხადა. ის ეროვნულ გუნდში 21-წლიან მოღვაწეობას ასრულებს.
არგენტინის ნაკრებს სექტემბერსა და ოქტომბერში ამხანაგური მატჩები ელის. 30 სექტემბერს არგენტინა ბოლივიას უმასპინძლებს, 3 ოქტომბერს ბურკინა ფასოს შეხვდება, ხოლო 6 ოქტომბერს – ბენინს.
ლიონელ მესის დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 2005 წელს შედგა. ის 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 და 2024 წლებში კოპა ამერიკა მოიგო.