ლიონელ მესი კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს
ლიონელ მესი კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, დიდი ალბათობით, „ოსასუნას” წინააღმდეგ „ლა ლიგას“ მესამე ტურის მატჩს გამოტოვებს, – წერს გაზეთი „ასი“ (AS).

ესპანელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ არგენტინელი განაგრძობს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს. საუკეთესო შემთხვევაში, ის ორ ვარჯიშს ჩაატარებს გუნდთან ერთად „ოსასუნასთან“ მატჩის წინ. შემდეგ კი მესი შეიძლება დაბრუნდეს საერთო ჯგუფში სანაკრებო პაუზის დასრულებისთანავე.

ლიონელ მესიმ ტრავმა სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში მიიღო.

სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი ერთი თვე ვერ შეძლებს მინდორზე გასვლას, რაც მაშინვე უარყო „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ.

დატოვე კომენტარი