ლიონელ მესი ფინალში მარცხის შესახებ – უდიდეს ტკივილს ვგრძნობ და ჭრილობის მოშუშებას დრო დასჭირდება #1TVSPORT

08:34, 21.07.2026

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მინიმალური ანგარიშით (0:1) წაგების შემდეგ არგენტინელთა ლიდერმა, ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

„უდიდეს ტკივილს ვგრძნობ და ჭრილობის მოშუშებას დრო დასჭირდება. მიუხედავად ამისა, მინდა, მხოლოდ პოზიტიური მოგონებები დავიტოვო… ის თამაშები, რომლებიც მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად გადავარჩინეთ, სამუდამოდ გვემახსოვრება. ასევე, მთელი ერის თანადგომა, რამაც, ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, შესაძლებელი გახადა, კვლავ მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შორის ვყოფილიყავით. დღეს გვიმძიმს ჩვენი მიღწევის სათანადოდ შეფასება, თუმცა ფაქტია, რომ ზედიზედ ორჯერ ვითამაშეთ მუნდიალის ფინალში.

უღრმესი მადლობა თითოეული თბილი სიტყვისა და შეტყობინებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახერხეთ გაერთიანება, ერთ მუშტად შეკვრა და არგენტინელობის უდიდესი სიამაყის გაზიარება. აქვე მინდა, ესპანეთს ჩემპიონის ტიტული მივულოცო“, – აღნიშნავს მესი.

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2014, 2022 და 2026 წლებში ითამაშა, მან ტიტული ოთხი წლის წინ კატარის მუნდიალზე მოიპოვა.

ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა სანაკრებო კარიერას 39 წლის ფეხბურთელი.

მსგავსი