ლიონელ მესი - ფეხბურთის თამაშის უნარი ნამდვილი საჩუქარია
ლიონელ მესი - ფეხბურთის თამაშის უნარი ნამდვილი საჩუქარია

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მოედანზე დაბრუნების შესახებ საკუთარ აზრებს გულშემატკივარს უზიარებს. მისი „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ფეხბურთელი ამბობს, რომ ფეხბურთის თამაშის უნარი განსაკუთრებული საჩუქარია.

„სანამ თამაში არ შემეძლო, ბევრს ვფიქრობდი. ახლა ისე ვგრძნობ თავს, როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი: ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები მოედანზე. ფეხბურთის თამაშის უნარი ნამდვილი საჩუქარია და როცა ამდენი ადანიამი გიჭერს მხარს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ლამაზი ხდება“, – ამბობს მესი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 13 ივნისს, „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში „მალიორკას“ ესტუმრება.

 

View this post on Instagram

 

Arrancó la cuenta regresiva… 🔜⚽️ /// The countdown has begun… 🔜⚽️ #ReadyForSport #CreatedWithAdidas

A post shared by Leo Messi (@leomessi) on