ლიონელ მესი ესპანურ კლუბს, „კორნელას“ შეიძენს #1TVSPORT
„ოქროს ბურთის“ რვაგზის გამარჯვებული ლიონელ მესი ესპანური საფეხბურთო კლუბის, „კორნელას“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდება, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საფეხბურთო კლუბი „კორნელა“ 1951 წელს დაარსდა და განსაკუთრებით ცნობილია ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდითა და მათთან წარმატებული მუშაობით.
ამ კლუბში კარიერა დაიწყეს: ჟორდი ალბამ, დავიდ რაიამ, ჟერარ მარტინმა, ხავი პაუდომ, კეიტა ბალდემ, აიტორ რუიბალმა, ილიე სანჩესმა.
გავრცელებული ცნობით, ლიონელ მესის მფლობელობაში კლუბის გადასვლა დააჩქარებს ინსტიტუციურ განვითარებას. ასევე გაიზრდება ინვესტიციები ახლგაზრდების განვითარების კუთხით.