ლიონელ მესი - ძველი ფეხბურთი უკვე აღარ იქნება
ლიონელ მესი - ძველი ფეხბურთი უკვე აღარ იქნება

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ აზრი გამოთქვა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.

„თითქმის ყველა ჩვენგანს რჩება ეჭვი იმაზე, როგორი იქნება სამყარო მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში მოხდა. თვითიზოლაციისა და სრულიად მოულოდნელი სიტუაციის გარდა, ბევრი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, რადგან ამ სიტუაციამ ნეგატიურად იმოქმედა მათზე. მხედველობაში მყავს ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ნათესავები და მეგობრები და თან ვერ შეძლეს მათთან გამოთხოვება“, – განაცხადა მესიმ.

„მიმაჩნია, რომ ამ კრიზისში იყო ბევრი ნეგატიური, მაგრამ არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვარს. ეს იწვევს უდიდეს იმედგაცრუებას და ყველაზე დიდ უსამართლობად მიმაჩნია.

ფეხბურთი, ისევე, როგორც მთლიანად ცხოვრება, ვფიქრობ, აღარასოდეს იქნება ძველებური“, – დაამატა არგენტინელმა.