ლიონელ მესი და ანხელ დი მარია არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
ლიონელ მესი და ანხელ დი მარია არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ გამოაცხადა ფეხბურთელების სია, რომლებიც გამოძახებულნი არიან მარტის ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად. მსოფლიო ჩემპიონი პანამისა და კურასაოს ნაკრებებს შეხვდება.

სიაშია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველა გმირი, მათ შორის ლიონელ მესი და ანხელ დი მარია, სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები – ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხერონიმო რული (აიაქსი, ნიდერლანდები), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი);

მცველები – ნაუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), გონსალო მონტიელი (სევილია, ესპანეთი), ნეუენ პერესი (უდინეზე, იტალია), ჰერმან პეცელია (ბეტისი, ესპანეთი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ნიკლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მარკოს აკუნია (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი, საფრანგეთი), ხუან ფოიტი (ვილიარეალი, ესპანეთი);

ნახევარმცველები – როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ლეანდრო პარედესი (იუვენტუსი, იტალია), ალექსის მაკალისტერი, ფაკუნდო ბუონანოტე (ორივე – ბრაიტონი, ინგლისი), გვიდო როდრიგესი, ლაუტარო ბლანკო (ორივე – ბეტისი, ესპანეთი), პაპუ გომესი (სევილია, ესპანეთი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი, ინგლისი), ესეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), მაქსიმო პერონე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ტიაგო ალმადა (ატლანტა იუნაიტედი, MLS-ი), ჯოვანი ლო ჩელსო (ვილიარეალი, ესპანეთი), ემილიანო ბუენდია (ასტონ ვილა, ინგლისი), ვალენტინ კარბონი (ინტერი, იტალია);

ფორვარდები – ანხელ დი მარია (იუვენტუსი, იტალია), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა, იტალია), პაულო დიბალა (რომა, იტალია), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი).