არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ვენესუელასა და მაროკოსთან ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
პირველად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ნაკრებში გამოიძახეს „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, არგენტინელთა სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები – აგუსტინ მარკესინი (ამერიკა), ხუან მუსო (უდინეზე), ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი);
მცველები – ხერმან პეცელია (ფიორენტინა), გაბრიელ მერკადო (სევილია), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), ვალტერ კანემანი (გრემიო), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), მარკოს აკუნია (სპორტინგი), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), რენცო სარავია (რასინგი), ლისანდრო მარტინესი (დეფენსა ი ხუსტისია);
ნახევარმცველები – ლეანდრო პარედესი (პსჟ), გიდო როდრიგესი (ამერიკა), ჯოვანი ლო ჩელსო (ბეტისი), მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემი), რობერტო პერეირა (უოტფორდი), ანხელ დი მარია (პსჟ), ფედერიკო სარაჩო (რასინგი), ივან მარკონე (ბოკა ხუნიორსი), დომინგო ბლანკო (დეფენსა ი ხუსტისია), როდრიგო დე პაული (უდინეზე);
ფორვარდები – ლიონელ მესი (ბარსელონა), გონსალო მარტინესი (ატლანტა იუნაიტედი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), დარიო ბენედეტო (ბოკა ხუნიორსი), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი).
არგენტინის ნაკრები 22 მარტს ამხანაგურ მატჩში შეხვდება ვენესუელას, 26 მარტს კი მაროკოს.