ლიონელ მესი არგენტინას ურუგვაისთან და ბრაზილიასთან ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ATLANTA, GEORGIA - NOVEMBER 02: Lionel Messi #10 of Inter Miami reacts after a missed shot attempt against Atlanta United during the second half of the 2024 MLS Cup Playoffs at Mercedes-Benz Stadium on November 02, 2024 in Atlanta, Georgia. (Photo by Kevin C. Cox/Getty Images)
„ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი ვერ შეძლებს არგენტინის ნაკრების დახმარებას უახლოეს მატჩებში.
თავდაპირველად 37 წლის ფეხბურთელი მოხვდა ნაკრების გაფართოებულ სიაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის, მაგრამ ორშაბათს დაზიანება მიიღო.
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე გამოაცხადა, რომ მესი ვერ ითამაშებს ურუგვაისა და ბრაზილიის წინააღმდეგ.
MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში მესიმ ერთი გოლი გაიტანა „ატლანტა იუნაიტედის“ წინააღმდეგ, მაგრამ ტრავმა მიიღო. არგენტინელს კუნთის მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ სანაკრებო მატჩებისთვის აღდგენას ვერ მოასწრებს.