ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, ირანს პასუხი გასცეს
„რესპუბლიკელ“ სენატორ ლინდსი გრემის თქმით, ირანის მიერ ერაყის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები „ომის აქტია“.
ეს განცხადება გრემმა ტელეკომპანია „ფოქსთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს აქვს სრული უფლებამოსილება, ირანს პასუხი გასცეს.
„რესპუბლიკელი“ სენატორის თქმით, „თუ ირანის ქცევა არ შეიცვლება, ის შესაძლოა ნავთობის ბიზნესის გარეშე დარჩეს“.