ლინას ლინკევიჩუსი - საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განხილვა საქართველოს შიდა საქმეა
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განხილვა საქართველოს შიდა საქმეა,- ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაგრძელდეს დემოკრატიისა და დემოკრატიული საზოგადოების კონსოლიდაცია.
„საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განხილვა საქართველოს შიდა საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაგრძელდეს დემოკრატიისა და დემოკრატიული საზოგადოების კონსოლიდაცია. ეს კი არის განგრძობადი პროცესია, რომელსაც ვაკვირდებით. ველოდებით, რომ საქართველო ადეკვატურად გააგრძელებს ამ პროცესს“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.
„საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში დიდი მსხვერპლი გაიღო. ეს მსხვერპლი არის მათი გაცნობიერებული არჩევანი. ამიტომ, საქართველო იმსახურებს ნატო-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა.