ლინას ლინკევიჩუსი-პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის უკან დგას
ლინას ლინკევიჩუსი-პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის უკან დგას

ლიეტუვა უმკაცრესად გმობს კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მხრიდან, საქათველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი წერს.

ლიეტუველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ უხეში დარღვევის უკან დგანან, პასუხი უნდა აგონ.

ლიეტუვა უმკაცრესად გმობს კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცინიკურ დარღვევას. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს. მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ მორიგი უხეში დარღვევის უკან დგანან, პასუხი უნდა აგონ“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“. საქართველომ  სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ პროცედურები უკვე დაიწყო.