ლინას ლინკევიჩუსი – ლუკაშენკო სასოწარკვეთილად ცდილობს, დაასაბუთოს რუსეთის დახმარების მოწოდება და გაანადგუროს ქვეყნის დამოუკიდებლობა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბელარუსის საზღვრებთან ნატო-ს ჯარების მობილიზება ხდება.
ლინას ლინკევიჩუსი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიებს და მის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.
„ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადება ბელარუსის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ძალების კონცენტრაციის ზრდის შესახებ, სიცრუეა. როგორც ჩანს, ის სასოწარკვეთილად ცდილობს, დაასაბუთოს რუსეთის დახმარების მოწოდება და მთლიანად გაანადგუროს ქვეყნის დამოუკიდებლობა. სამწუხაროა“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
The recent statement by the former president of #Belarus about increasing concentration of @NATO military forces at Belarus’ borders is a lie. Looks he desperately tries to prove call for #Russia’s help and completely ruin country’s independence. Lamentable.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) August 16, 2020