ლინას ლინკევიჩუსი – იმედს ვიტოვებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდება
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმებას ორივე მხარე შეასრულებს.
„ინტენსიური ბრძოლის 14 დღე, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი დანაკარგი, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, დაშავება და ტანჯვა. მოლაპარაკებების 10 საათი. იმედს ვიტოვებთ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდება, სომხეთი და აზერბაიჯანი დაუბრუნდებიან არსებით მოლაპარაკებებს, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით“, – წერს ლინკევიჩუსი.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს 12:00 საათიდან შევიდა, თუმცა პარალელურად, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხური მხარის მხრიდან გავრცელდა ურთიერთბრალდებები შეთანხმების დარღვევის შესახებ.
14 days of heavy fighting, causing significant losses, civilian deaths, injuries and suffering. 10 hours of negotiations. Hope ceasefire holds, and hope #Armenia🇦🇲 and#Azerbaijan🇦🇿 return to the substantial negotiations in good faith and under auspices of @OSCE #MinskGroup
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) October 10, 2020