ლინას ლინკევიჩუსი – ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება გვახსენებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კანონის უზენაესობა არ არსებობს

19:17, 20.12.2019

საქართველოს რეგიონ ცხინვალის ე.წ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ექიმ გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ გვახსენებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კანონის უზენაესობა არ არსებობს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერზე“ წერს.

„ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს და ე.წ. მთავრობას სამხრეთ ოსეთის რეგიონში გაათავისუფლონ დაკავებული ქართველი ექიმი“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი