ლიმასოლში უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა #1TVSPORT
ლიმასოლში უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა #1TVSPORT

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე საკითხი იყო გამოტანილი.

2024 წელს უეფა-ს სუპერთასის ფინალს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს. შეხვედრა 2024 წლის 14 აგვისტოს გაიმართება და ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლის სეზონის გამარჯვებული ევროპალიგის სეზონის ტრიუმფატორს შეხვდება.

აღმასკომის სხდომამ გამოავლინა უეფა-ს უახლოესი სანაკრებო ტურნირების ჩატარების მასპინძელი ქვეყნები.

აღმასკომის სხდომაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. უეფა-ს 17-წლამდელთა ტურნირებზე მონაწილეობის უფლება ექნებათ რუსეთის გუნდებს როგორც მამაკაცებში, ისევე ქალებში. სპორტსმენები ტურნირებზე საკუთარი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოვლენ, მატჩებს ასევე ჩაატარებენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

სხდომაზე აირჩეს უეფა-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტიც. თანამდებობა ალბანელმა არმანდ დუკამ დაიკავა, მან ლუის რუბიალესი შეცვალა.