ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მძღოლებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ხვდება
ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მძღოლებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ხვდება

ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონასთან აქციის მონაწილეებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე ხვდება. ვახტანგ ლაშქარაძე მძღოლებს დიალოგს სთავაზობს.

აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა იკრძალება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია.

ხორბლის შემოტანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.

დატოვე კომენტარი