ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო [ფოტო]
ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო [ფოტო]

ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ბაზრობაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფები მუშაობენ.

„ლილო მოლის“ დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილოს“ დახურვა არ იგეგმება და ბაზრობა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ბაზრობის დირექტორის ინფორმაციით, ზომები გამკაცრდება და ყველა დასაქმებული მკაცრად გაკონტროლდება. მისი თქმით, ტესტირების მიზანია, მოხდეს იმ კონტაქტების დადგენა, რომლებიც ინფიცირებულებთან იყვნენ კავშირში და მოხდეს მათი შემოწმება. „ლილო მოლის“ დირექტორის თქმით, ყველა შესაძლო კონტაქტი იქნება გამოკვლეული.

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი