კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის ერთი წარმომადგენელი
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის ერთი წარმომადგენელი

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ 1104-ს შეადგენს, ასევე გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912 გახდა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 214 ინფიცირებული მკურნალობს.

„19 პაციენტის კონფიგურაცია კი, ასეთი გახლავთ: რვა შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან; ხუთი შემთხვევა  – გაჩიანიდან; ორი შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული, აქედან ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; ერთი შემთხვევა გახლავთ სამედიცინო პერსონალი და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

დატოვე კომენტარი